საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, ქალბატონმა მუნირა ალ მარზუქიმ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორთან, ბატონ შალვა ცისკარაშვილთან. შეხვედრაზე მხარეებმა ორი მეგობარი ქვეყნის საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს.