Voting
-

საამიროების საელჩოს დროებითი რწმუნებული მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს ხვდება

ხუთ 01.4.2021

არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, ქალბატონმა მუნირა ალ მარზუქიმ შეხვედრა გამართა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებთან, ეტიბარ ემინოვსა და ადამ შანთაძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი საქველმოქმედო და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.