Voting
-
Education

არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს ლექცია - ,,არაბთა გაერთიანებული საამიროების ძალისხმევა და მისი მიღწევები განათლების სფეროში"

პარ 11.12.2020

2020 წლის 11 დეკემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ საქართველოში, საამიროების განათლების სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტიკის დეპარტამენტთან კოორდინაციით, მოაწყო ონლაინ ლექცია თემაზე,, არაბთა გაერთიანებული საამიროების ძალისხმევა და მისი მიღწევები განათლების სფეროში". ღონისძიება ჩატარდა არაბული ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 18 დეკემბერს აღინიშნება. ლექციას ესწრებოდნენ როგორც ორი ქვეყნის აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არაბისტიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.